საკვანძო სიტყვების დამგეგმავი
აირჩიეთ სწორი საკვანძო სიტყვები
სწორი საკვანძო სიტყვებით თქვენი რეკლამა შესაბამისი კლიენტების თვალწინ გამოჩნდება და ამისათვის Google Ads-ის საკვანძო სიტყვების დამგეგმავი აქ არის თქვენს დასახმარებლად.
საკვანძო სიტყვების დამგეგმავზე გადასვლასაკვანძო სიტყვების დამგეგმავის მუშაობის შესახებ
მიიღეთ დახმარება საკვანძო სიტყვების კვლევასა და სწორი ტერმინების შერჩევაში.
აღმოაჩინეთ ახალი საკვანძო სიტყვები
მოიძიეთ თქვენს პროდუქტებთან ან სერვისებთან დაკავშირებული სიტყვები ან ფრაზები. საკვანძო სიტყვების ძიების ჩვენი ხელსაწყო დაგეხმარებათ, იპოვოთ თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე შესაბამისი საკვანძო სიტყვები.
საკვანძო სიტყვების კვლევა
საკვანძო სიტყვების კვლევის ჩვენი ხელსაწყო გაწვდით ანალიზს, თუ რამდენად ხშირად იძებნება გარკვეული სიტყვები და როგორ იცვლება ეს ძიებები დროთა განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ თქვენი საკვანძო სიტყვების სიაში დატოვოთ მხოლოდ ის სიტყვები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ.
მიიღეთ სავარაუდო ფასის შეთავაზებები
საკვანძო სიტყვების დამგეგმავი მოგაწვდით შემოთავაზებულ სავარაუდო ფასებს თითოეული საკვანძო სიტყვისთვის, რომ რეკლამის განთავსების ბიუჯეტის განსაზღვრა შეძლოთ.
შეიმუშავეთ თქვენი გეგმა
როგორც კი იპოვით თქვენთვის მოსაწონ საკვანძო სიტყვებს, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი რეკლამის განთავსების გეგმას. შეინახეთ თქვენი გეგმა, რათა მიმართოთ მას მომავალში ან თქვენს ბიზნესის გუნდს გაუზიაროთ. როდესაც მზად იქნებით, შეგიძლიათ საბოლოო სახე მისცეთ და გაუშვათ თქვენი კამპანია.