Google Ads რედაქტორი
ადვილად შეიტანეთ ცვლილებები კამპანიებში
Google Ads რედაქტორი უფასოდ ჩამოტვირთვადი აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იმუშაოთ ხაზგარეშე რეჟიმში და ადვილად და სწრაფად განახორციელოთ პაკეტური ცვლილებები.
Google Ads რედაქტორის ჩამოტვირთვაჩამოტვირთეთ Google Ads Editor კომპიუტერში, რომელშიც გაშვებულია Windows ან Mac OS
როგორ მუშაობს Google Ads რედაქტორი
იყავით უფრო პროდუქტიული და ეფექტური ჩვენი რეკლამის შექმნის და რედაქტირების ხელსაწყოთი კამპანიების მართვისას.
იმუშავეთ თქვენს ანგარიშებზე ხაზგარეშე რეჟიმში
ჩვენი რეკლამის რედაქტორის ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ, ჩამოტვირთოთ თქვენი კამპანიები და გააგრძელოთ მუშაობა ხაზგარეშე რეჟიმში.
გამოიყენეთ პაკეტური რედაქტირების ხელსაწყოები
სწრაფად შეიტანეთ ცვლილებები ერთდროულად ყველა თქვენს ანგარიშზე. Google Ads რედაქტორის საშუალებით შეგიძლიათ მოძებნოთ და ჩაანაცვლოთ ტექსტი, გადაიტანოთ ელემენტები და გააუქმოთ ან გაიმეოროთ ცვლილებები რამდენიმე კამპანიაში.
გადახედეთ ცვლილებებს გამოქვეყნებამდე
კამპანიებში განხორციელებამდე იხილეთ ცვლილებების მონახაზი. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოახდინოთ ფაილების ექსპორტი და იმპორტი, რათა თქვენმა კოლეგებმა შეძლონ მათი შემოწმება და ცვლილებების შემოთავაზება.
ეფექტურობის სტატისტიკის ნახვა
დააფიქსირეთ კამპანიის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, როგორიცაა დაწკაპუნებები ჩვენებასთან მიმართებაში, ღირებულება, პოზიცია და ინფორმაცია კონვერსიის შესახებ.