აპების უნივერალური კამპანიები
იპოვეთ ხალხი, რომელიც თქვენს აპს შეიყვარებს
აპების კამპანიებით შეგიძლიათ დააწინაუროთ თქვენი iOS ან Android აპი Google Search-ში, YouTube-ზე, Google Play-ზე და სხვ. ჩვენი ტექნოლოგია მოახდენს აპის რეკლამების ოპტიმიზაციას, რათა ხმა მიაწვდინოს აუდიტორიას, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ისეთი აპებით, როგორიც თქვენია.
დაიწყეთ ახლავედაიწყეთ სამ ნაბიჯში
შექმენით თქვენი აპის რეკლამა
ჩვენ დაგეხმარებით რეკლამის შექმნაში თქვენი აპის ინფორმაციის გამოყენებით. აგრეთვე, შეგიძლიათ დაამატოთ სურათები და ვიდეოები.
აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტი
დააყენეთ თქვენი თითო ინსტალაციაზე სამიზნე ღირებულება (tCPI) და მაქსიმალური დღიური ბიუჯეტი და დააკორექტირეთ ნებისმიერ დროს.
გაგვაცანით თქვენი მიზნები
გადაწყვიტეთ, რა ქმედება გსურთ შეასრულონ თქვენმა მომხმარებლებმა და ჩვენ შესაბამის ხალხს წარვუდგენთ თქვენს რეკლამას.
დააწინაურეთ თქვენი აპი ყველა Google პროდუქტში — მხოლოდ ერთი კამპანიიდან
გვითხარით, რა არის თქვენი მიზანი
თქვენი აპის რეკლამას ვაჩვენებთ ხალხს, რომელიც, დიდი ვარაუდით, შეასრულებს თქვენი ბიზნესის ამამოძრავებელ ქმედებას, ინსტალაციების ან ჩართულობის ოპტიმიზაციის გზით. გადაწყვიტეთ, გსურთ, რომ ხალხმა:
- მარტივად დააინსტალიროს თქვენი აპი, შემდგომი მოქმედებების საჭიროების გარეშე
- თუ შეასრულოს აპს-შიდა ქმედება, მაგალითად, პროდუქტის შეკვეთა ან მეორე დონის გავლა
შექმენით და გადახედეთ თქვენი აპის რეკლამას
ჩვენ დაგეხმარებით რეკლამის შექმნაში თქვენი აპის ინფორმაციის გამოყენებით Play Store-იდან ან App Store-იდან, ასევე, თქვენ მიერ მითითებული ოთხი სტრიქონიდან. რეკლამის მორგებას კვლავ შეძლებთ სურათების ან ვიდეოს დამატებით.
მიეცით ბიძგი თქვენს წარმატებას
ფასის ჭკვიანი შეთავაზებების ფუნქცია დაგეხმარებათ გააკეთოთ პროგნოზი და გააუმჯობესოთ კამპანიის მუშაობა.
მიიღეთ მეტი ღირებულება თქვეინ აპის რეკლამებიდან Google-ით
აპების უნივერსალური კამპანიების სერვისი მანქანური შესწავლის ფუნქციას იყენებს ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილების მისაღებად თითოეული რეკლამის დამუშავებისთვის, რეალური დროის რეჟიმში 300 მილიონი პოტენციური სიგნალის კომბინაციის გაანალიზებით. Google-ს შეუძლია აჩვენოს თქვენი რეკლამა ადამიანებს, რომლებიც ეძებენ თქვენი აპის შესაბამის ტერმინებსა და აპებს. თქვენი რეკლამა შეიძლება ასევე ნახონ ადამიანებმა, რომლებიც ხსნიან თქვენი აპის მსგავსი აპის დეტალების გვერდს.