შექმენით თქვენი პირველი რეკლამა რამდენიმე ნაბიჯის შესრულებით
Google Ads გეხმარებათ, აჩვენოთ მსოფლიოს თქვენი ბიზნესის უნიკალურობა და მიაღწიოთ იმ ადამიანებამდე, რომლებიც ეძებენ თქვენ მიერ შემოთავაზებულ პროდუქციას.
დაიწყეთ ახლავენაბიჯი 4
ეთერში გაშვება
ჩვენ ვაჩვენებთ თქვენს რეკლამას ადამიანების მიერ თქვენი პროდუქციის მსგავსი პროდუქტების ან სერვისების ძიებისას. თქვენი რეკლამა შეიძლება გამოჩნდეს Google Search-სა და Maps-ში და ჩვენი პარტნიორების საიტების ქსელში.
თქვენ გადაიხდით კონკრეტულ შედეგებში – როდესაც ადამიანი დააწკაპუნებს თქვენს რეკლამაზე, დარეკავს თქვენს ორგანიზაციაში, გადავა თქვენს ვებსაიტზე ან მიიღებს მარშრუტის მითითებებს თქვენს მაღაზიამდე.
Google გეხმარებათ რეკლამის პერიოდულ გაუმჯობესებაში
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხოლოდ მნიშვნელოვანზე გსურთ ფოკუსირება – თქვენი ბიზნესის მართვაზე. სწორედ ამიტომ ჩვენი ჭკვიანი ტექნოლოგია დაგეხმარებათ, მოძებნოთ თქვენი რეკლამის გაუმჯობესებისა და უკეთესი შედეგების მიღების მეთოდები.
გარდა ამისა, ჩვენ წარმოგიდგენთ ანგარიშებს, ანალიზსა და მიმდინარე რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ პროგრესის გაკონტროლებასა და რეკლამის ეფექტურობის გაზრდაში.
აირჩიეთ ზარები იმისათვის, რომ კლიენტები ტელეფონით დაგიკავშირდნენ შეხვედრების დასანიშნად, დავალების დასაგეგმად ან გარიგების დასახურად.
აირჩიეთ ვიზიტები მაღაზიაში, თუ გაქვთ ფიზიკური ადგილსამყოფელი, სადაც შესაძლებელია ფეხით მისვლა.
აირჩიეთ თქვენს ვებსაიტზე მოქმედების შესრულება, თუ გსურთ, მომხმარებლებმა შეიძინონ პროდუქცია თქვენს ონლაინ მაღაზიაში, დარეგისტრირდნენ საფოსტო გზავნილების მისაღებად ან შეავსონ ფორმა.
რეკლამის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა რეკლამამ სწორ ადამიანებამდე მიაღწიოს. Google Ads საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ რეკლამის ჩვენების ადგილი, მაღაზიის უბნით დაწყებული, მთელი რეგიონებითა და ქვეყნებით დამთავრებული.
Google Ads გეხმარებათ რეკლამის ტექსტის შედგენასა და სურათების დამატებაში. რეკლამის სხვადასხვა ხელმისაწვდომი ფორმატის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური რეკლამა თქვენი მიზნებისა და მარკეტინგული ამოცანების შესაბამისად.
Google Ads-ში მხოლოდ თქვენ განსაზღვრავთ ხარჯის ოდენობას და არასოდეს დახარჯავთ თვიურ ბიუჯეტზე მეტს. არ არსებობს არანაირი მინიმალური ხარჯის ან სხვა ვალდებულება. ჩვენ გირჩევთ კონკრეტულ ბიუჯეტს თქვენი ორგანიზაციის მსგავსი ბიზნესების საფუძველზე და წარმოგიდგენთ დაახლოებით შედეგებს. უმეტეს შემთხვევაში, რეკლამის შედეგი დაახლოებით ერთ თვეში მიიღწევა.