ვიდეო კამპანიები

გააცოცხლეთ თქვენი ამბავი ვიდეოთი

ხმა მიაწვდინეთ პოტენციურ კლიენტებს, როდესაც ისინი უყურებენ ან ეძებენ ვიდეოებს YouTube-ზე — გადაიხადეთ მხოლოდ მაშინ, როცა ინტერესს გამოავლენენ.

ვიდეო რეკლამები დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა ყურადღების მიპყრობით და მოთხოვნის მოზიდვით საჭირო მასშტაბით.

დაიწყეთ ახლავე

დაიწყეთ სამ ნაბიჯში

შექმენით თქვენი ვიდეო რეკლამა

ატვირთეთ თქვენი ვიდეო YouTube-ზე. ჩვენ მოგაწვდით რჩევებს თქვენი მიზნებისთვის საუკეთესო გაშვების დროის შესახებ.

აუდიტორიის არჩევა

განსაზღვრეთ, ვინ დაინახავს თქვენს ვიდეოს მდებარეობის, ასაკის, ინტერესებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.

დააყენეთ თქვენი ბიუჯეტი

გადაწყვიტეთ დღიური ბიუჯეტისა და თვიური ზედა ზღვრის ოდენობა. თქვენ არასდროს გადაიხდით თვიურ ლიმიტზე მეტს.

მონუსხეთ თქვენი აუდიტორია ვიდეო რეკლამებით

აამოქმედეთ ხალხი

ვიდეო რეკლამებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა ქმედება გსურთ, შეასრულოს ხალხმა, მაგალითად:

  • მოინახულონ თქვენი ვებსაიტი, რომ ნახონ პროდუქტები და უკეთ გაიცნონ თქვენი ბრენდი
  • უყურონ მეტ ვიდეოს თქვენს YouTube არხზე, რომ გაიზარდოს თქვენი წვდომის არეალი და ბრენდის ცნობადობა

ხმა მიაწვდინეთ თქვენს აუდიტორიას

აირჩიეთ, ვინ გსურთ ნახოს თქვენი ვიდეო რეკლამები მდებარეობის, ინტერესებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. თქვენი ვიდეო შესაბამისი ვიდეოების წინ ან გვერდით, ან ძიების შედეგებში გამოჩნდება. ვიდეო რეკლამებს შეუძლია შექმნას პოტენციურ კლიენტებთან ერთი ერთზე კომუნიკაცია.

გადაიხადეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი უყურებს თქვენს რეკლამას

ჩვენი მოქნილი ფასები ნებისმიერი ბიუჯეტით მუშაობს. თქვენ იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმე ირჩევს ყურებას მინიმუმ 30 წამით, უყურებს მთელ რეკლამას ან ჩაერთვება მასში, მაგალითად, დააწკაპუნებს ქმედებისკენ მოწოდების გადაფარვაზე, ბარათზე ან თანმხლებ ბანერზე.

მიიღეთ ანალიზი რეალურ დროში

დააკავშირეთ თქვენი Google Ads ანგარიში თქვენს YouTube არხთან, რომ წვდომა იქონიოთ მუშაობის დამატებით სტატისტიკაზე. გარდა ამისა, YouTube-ის Analytics ხელსაწყო დაგეხმარებათ, გაიგოთ, ვინ უყურებს თქვენს რეკლამებს და როგორ ახდენს მათთან ინტერაქციას.

იხილეთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდეო რეკლამებს თქვენი ბიზნესისთვის

გსურთ, შეიტყოთ მეტი?