Search კამპანიები

მხოლოდ ერთი ნაბიჯი — Google ძიება

დღეში მილიარდზე მეტი ძიებით Google-ში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნის რეკლამები, რათა დარწმუნდეთ, რომ პოტენციური კლიენტები ამჩნევენ თქვენს ბრენდს, ითვალისწინებენ თქვენს შეთავაზებებს და მოქმედებენ.

Search კამპანიისთვის აირჩევთ მიზანს, მაგ. ტრაფიკის მოზიდვას თქვენს ვებსაიტზე ან გაყიდვებისა თუ პოტენციური კლიენტების გაზრდას.

ხოლო თითო დაწკაპუნებაზე გადახდის (PPC) ძებნის რეკლამებით გადაიხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი დააწკაპუნებს თქვენს რეკლამაზე ვებსაიტის მოსანახულებლად ან თქვენს ბიზნესში დასარეკად.

დაიწყეთ ახლავე

დაიწყეთ სამ ნაბიჯში

შექმენით თქვენი ძებნის რეკლამა

სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ დაწეროთ ტექსტური რეკლამა, რომელიც აუხსნის ხალხს, რას სთავაზობთ.

აუდიტორიის არჩევა

დაუკავშირდით პოტენციურ კლიენტებს შესაბამისი საკვანძო სიტყვების არჩევით, რომლებსაც ხალხი Google-ში ეძებს.

დააყენეთ თქვენი ბიუჯეტი

დააყენეთ დღიური ბიუჯეტი და გადაიხადეთ თითო დაწკაპუნებაზე. არასდროს გადაიხდით თქვენს თვიურ მაქსიმუმზე მეტს.

ხმა მიაწვდინეთ შესაბამის ხალხს ძებნის რეკლამებით

აამოქმედეთ ხალხი

როდესაც თქვენს ძებნის რეკლამას დააყენებთ, შეძლებთ სასურველი მიზნის არჩევას, მაგალითად:

  • თქვენი ონლაინ ან მაღაზიის შიდა გაყიდვების გაზრდას
  • მეტი პოტენციური კლიენტის მიღებას
  • ტრაფიკის მოზიდვას ვებსაიტზე

გამოკვეთეთ საკვანძო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ

გამოიყენეთ რეკლამის გაფართოებები დამატებითი ინფორმაციის შესატანად, მაგალითად, ბიზნესის მდებარეობის, თქვენი ვებსაიტის კონკრეტული გვერდების ბმულების, პროდუქტების მიმოხილვებისა და სხვ.

დააკორექტირეთ წარმატებისთვის

Google Ads განიჭებთ მოქნილობას, შექმნათ თქვენი ტექსტური რეკლამის მრავალი ვერსია, რათა ნახოთ, რომელია უფრო ეფექტური.

თვალი ადევნეთ თქვენს პროგრესს

ჩვენი საინფორმაციო დაფა გაჩვენებთ, რამდენად ეფექტურია თქვენი რეკლამა. გარდა ამისა, მოგაწვდით ანგარიშებს, ანალიტიკას და მიმდინარე რჩევებს, რომ თქვენი კამპანიები კიდევ უფრო წარმატებული გახადოთ.

შექმენით თქვენი Search კამპანია

შეკითხვები გაქვთ Google Ads კამპანიის ტიპების შესახებ?