გამოჩნდით Google-ის საძიებო სისტემაში.

ძებნის რეკლამა Google-ის ძიების შედეგებთან ერთად აისახება, როდესაც ადამიანები ეძებენ თქვენ მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს. თქვენ მხოლოდ მაშინ იხდით რეკლამის საფასურს, როდესაც ადამიანი აწკაპუნებს მასზე თქვენს ვებსაიტზე გადასასვლელად ან თქვენს ორგანიზაციაში დასარეკად.

ძიების კამპანიები

1

შექმენით თქვენი ძებნის რეკლამა.

პირველი ძებნის რეკლამის შექმნას სულ რაღაც რამდენიმე წუთი დასჭირდება. დაწერეთ, რას სთავაზობთ ხალხს.

2

მოძებნეთ კლიენტები საკვანძო სიტყვებით.

შემდეგ აირჩიეთ საკვანძო სიტყვები, რომლებსაც სავარაუდოდ გამოიყენებენ პოტენციური კლიენტები Google-ში თქვენი ორგანიზაციის მოსაძებნად.

3

დააყენეთ ძებნის რეკლამის ბიუჯეტი.

დააყენეთ დღიური ბიუჯეტი და რეკლამა მზადაა.

როგორ ნახავენ ადამიანები თქვენს რეკლამას.

კომპიუტერებში, პლანშეტებსა და სმარტფონებში, თუ მომხმარებლების მიერ Google-ში შეყვანილი სიტყვები თქვენს საკვანძო სიტყვებს დაემთხვევა, თქვენი რეკლამა შეიძლება გამოჩნდეს ძიების შედეგების თავში.
თქვენ მხოლოდ მაშინ იხდით რეკლამის საფასურს, როდესაც ადამიანი აწკაპუნებს რეკლამაზე – თქვენს ვებსაიტზე გადასასვლელად ან თქვენს ორგანიზაციაში დასარეკად. Google-ში ყოველდღიურად მილიონობით ძიების ოპერაცია სრულდება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დარმუწნებული იყოთ, რომ თქვენი კლიენტები შეამჩნევენ თქვენს ბრენდს, გაეცნობიან თქვენს შეთავაზებას და შესაბამის მოქმედებას შეასრულებენ.

ხელნაკეთი კერამიკა

პოლის კერამიკა - საუკეთესო ხელნაკეთი კერამიკა

რეკლამა chveni-kompania.ge

ლამაზი ლარნაკები, ფიალები და სხვა. შეიძინეთ ჩვენს გალერეაში ან ინტერნეტში.

შეაფასეთ, შეისწავლეთ და გაფართოვდით.

რეკლამის გაშვების შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ანგარიშები რეკლამის ეფექტურობის შესახებ – და ნებისმიერ დროს გააკეთოთ შესაბამისი კორექტივები. შეგიძლიათ ასევე შექმნათ სხვადასხვა რეკლამები და განსაზღვროთ, თუ რომელი რეკლამა უკეთ მუშაობს.