აპების უნივერსალური კამპანიების შესახებ

მიაღწიეთ მომხმარებლებამდე, რომლებსაც თქვენი აპი მოეწონებათ.

აპების უნივერსალური კამპანიების დახმარებით შეგიძლიათ წინ წაწიოთ თქვენი iOS ან Android აპი Google-ის მილიარდობით მომხმარებელს შორის—მხოლოდ ერთი კამპანიის მეშვეობით. მიეცით საშუალება Google-ის მანქანური შესწავლის ფუნქციას, მოძებნოს საუკეთესო მომხმარებლები თქვენთვის და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს თქვენი ბიუჯეტი.

დაიწყეთ ახლა

დააყენეთ თქვენი რეკლამა მხოლოდ რამდენიმე წუთში.

1

მოახდინეთ რეკლამის პერსონალიზაცია.

მოძებნეთ თქვენი Android ან iOS აპი პერსონალიზებული რეკლამის გადასახედად, App Store-იდან ან Play Store-იდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით. შემდეგ მოახდინეთ ტექსტის პერსონალიზაცია. შეგიძლიათ ასევე ატვირთოთ აპის გამოსახულებები და ვიდეოები.

2

აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტი.

გადაწყვიტეთ, რა თანხის გადახდა გსურთ თითოეულ დაინსტალირებაში (ფასი ერთ ინსტალაციაზე, ანუ CPI) და განსაზღვრეთ დღიური ბიუჯეტი.

3

დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ.

გაუშვით თქვენი რეკლამა და დაუბრუნდით ჩვეულ საქმიანობას. Google ავტომატურად აჩვენებს რეკლამას Google Search, Play, YouTube, Gmail და სხვა სერვისებში. თქვენი რეკლამა, შეთავაზებები და მიზნები მუდმივად დაიხვეწება მაღალი ხარისხის ინსტალაციების უზრუნველსაყოფად – თქვენი სამიზნე CPI-ს ფარგლებში.

მიიღეთ დამატებითი სარგებელი თითოეული რეკლამიდან.

აპების უნივერსალური კამპანიების სერვისი მანქანური შესწავლის ფუნქციას იყენებს ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილების მისაღებად თითოეული რეკლამის დამუშავებისთვის, რეალური დროის რეჟიმში 300 მილიონი პოტენციური სიგნალის კომბინაციის გაანალიზებით. ჭკვიანი შეთავაზების ფუნქციის გამოყენებით შეგიძლიათ განსაზღვროთ შეთავაზებები თქვენი ბიზნეს მიზნების შესაბამისად – სამიზნე ღირებულება შემოსავლისთვის (tCPA) ან სამიზნე შემოსავალი სარეკლამო ხარჯისთვის (tROAS).

მიაღწიეთ აპის მარკეტინგის მიზნებს.

განსაზღვრეთ მოქმედებები ბიზნესისთვის სარგებლის მისაღებად (მაგ., მე-2 დონის დასრულება, პირველი მგზავრობის შესრულება ან საცდელ ვერსიაში დარეგისტრირება). აპების უნივერსალური კამპანიები უზრუნველყოფს თქვენი რეკლამის ჩვენებას მომხმარებლებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ ამ მოქმედებებს შეასრულებენ.